01, მაისი 2019 17:46:00
ამ წუთებში რეგიონში აღმოჩენილ სამარხებთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის პირველი სხდომა მიმდინარეობს. მთავრობის თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, კომისიამ უნდა უზრუნველყოს ხელვაჩაურის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ნეშტების შესახებ ინფორმაციის მოძიება, შესწავლა, ასევე დაკრძალვასთან დაკავშირებული შესაბამისი ღონისძიებების შესახებ რეკომენდაციებისა და წინადადებების წარდგენა. სხდომაზე მოწვეულნი არიან ისტორიკოსები, არქეოლოგები, მკვლევარები, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის, მუსლიმთა სამმართველოს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ბათუმის მერიის წარმომადგენლები. რეგიოპნში აღმოცენილი ნეშტები სავარაუდოდ 1937-1938 წლებში ბოლშევიკური რეპრესიების დროს დახვრეტილ მოქალაქეებს ეკუთვნით.